ქუთაისის მერიას ხარჯების დამალვაში ადანაშაულებენ

516

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ხარჯების დამალვაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, მხოლოდ სახელფასო ხარჯებს მერიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მოახმარა.

“ბიუჯეტის 58% პროცენტი იხარჯება სახელფასო ფონდზე. 2 800 000 ლარი მხოლოდ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებას მოახმარეს. მერია გვიმალავდა ამ ინფორმაციას და სხვადასხვა აბსურდული მიზეზით უარს ამბობდა მის გასაჯაროებაზე. ახლა, აუდიტის დასკვნამ ცხადყო, რომ ქუთაისის ვითომ “საამაყო” ბიუჯეტი  სინამდვილეში იხარჯება “ქართული ოცნების”აქტივისტების ხელფასებზე”,  – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.

ქუთაისის მერიაში ოპოზიციის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.