NDI-ს წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები მედიას ხვდებიან

981

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე მისიის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან. მისიის წარმომადგენლები შეხვდებიან თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.

მისიის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.

შეხვედრებისას მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო გარემოა.

თავად „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები შემაჯამებელი განცხადების გაკეთებას 21 ივლისს გეგმავენ და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი მათი რეკომენდაციებიც.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი