2019 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რვა თანამშრომელზე გაიცა ფულადი ჯილდო, რისთვისაც ჯამში 9 400 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
თუ რომელმა თანამშრომლებმა მიიღეს ჯილდო, საკრებულომ „ლაივპრესისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში არ დააკონკრეტა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის გამოყენებით.
კითხვაზე, რა მიზეზით გაიცა ფულადი ჯილდო, საკრებულოში განმარტავენ, რომ პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, აპარატის თანამშრომლები წაახალისეს.
საკრებულოსგან განსხვავებით, ფულადი ჯილდოები და დანამატები რიგით თანამშრომლებთან ერთად, 2019 წელს მიიღეს თანამდებობის პირებმაც – სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილმა და მოქმედმა მოადგილეებმა. ჯამში წლის განმავლობაში, ხელფასის გარდა დამატებით გაცემულმა თანხამ, 61 705 ლარი შეადგინა.