შსს: მიმდინარე წლის 7 თვეში, საქართველოში 346 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა

263

1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში 346 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული.

უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 62, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 137, სამსახურებრივი გულგრილობის 56, სამსახურებრივი სიყალბის 41, ქრთამის აღების 21, ქრთამის მიცემის 8 ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 334, 335, 337, 3391, 340, 3421 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებების 21 ფაქტი დაფიქსირდა.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრირებული 346 შემთხვევიდან გახსნილია 80 საქმე.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველოში 579 სამოხელეო დანაშაული დარეგისტრირდა. მათგან 113 გახსნილია.