თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური მცირდება

544

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები შევიდა. ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, პირველი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების (20 მმ) საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების (0-100მმ) საფასური 1000 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება.

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი), იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.