კირნათში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

613

სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება სამ სასწავლო ჯგუფზეა გათვლილი. დღეს ბაღში მხოლოდ 28 აღსაზრდელი მიიღეს, თუმცა ახალი სასწავლო წლისთვის ის ხუთ სოფელს მოემსახურება.

ბაღის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და სამუშაოებისთვის 598 ათას 413 ლარი დაიხარჯა.  მიმდინარე წელს ხელვაჩაურში სამი ბაღი აშენდა, ამჟამად სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება შენდება ორთაბუმში.

წყარო: აჭარის ტელევიზია