ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების – ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საფორთიფიკაციო ნაგებობების ინსტალაცია დაასრულეს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციის პროცესი აგვისტოს ბოლოს დაიწყო.
„ამ დროისთვის ახალი არაფერი ხდება. როგორც ვიცით, დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაასრულეს იმ უკანონო ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი, რაც ჩორჩანასთან აგვისტოს ბოლოს განვითარებული პროცესების შემდეგ დაიწყეს. მოგეხსენებათ, არსებულ ტყის მასივში გაჭრეს გზა და ე.წ. სასაზღვრო ნაგებობები დაამონტაჟეს, თუმცა, ამ ბოლო დღეებში არანაიარი აქტიური გადაადგილება და დამატებითი საინსტალაციო პროცესი არ შეგვინიშნავს. ცალსახაა, რომ რასაც ამ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აკეთებენ, ეს აქტივობები უკანონოა“, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ.