დიღმის მასივში ავარიული ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო

606

წინა სტატია

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო​მ N19 ავარიული ბაგა-ბაღის დემონტაჟი დაიწყო. უწყების ცნობით, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში მდებარე ავარიული შენობის ნაცვლად 2021 წლისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება.

დემონტაჟის პროცესსა და ახალ პროექტს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ახალი ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ნახევარ ლარზე მეტია გამოყოფილი. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით 2021 წლიდან 250 აღსაზრდელი ისარგებლებს. პროექტს სამშენებლო კომპანია შპს „ბილდ ტერიტორი“ ასრულებს.