მიმდინარე წელს თბილისის 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟი იგეგმება

802

საბავშვო ბაგთბილისში 2020 წელს 14ა-ბაღის დემონტაჟია დაგეგმილი. როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, უკვე დაწყებულია დიღმის მასივში მდებარე მე-19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი, დანარჩენ 13 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟთან დაკავშირებით კი დოკუმენტაცია მზადდება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დემონტაჟი შეეხება თბილისის #28; #47; #14; #125; #43; #84; #109; #6; #26; #13; #96; #50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.

როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, ბაღების დემონტაჟი 2-წლიანი პროექტებია და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

“ბაგა-ბაღების დემონტაჟის პროცესი მომდევნო წელშიც გადავა. მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები. ბაღის შენობები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ არის შეფასებულოი როგორც ავარიული. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დანგრევისა და მათ ნაცვლად ახალი ბაღების აშენების. აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან ახლომდებარე ბაღებსა ან ალტერნატიულ ფართებში. დემონტაჟის სამუშაოები ეტაპორივად დაიწყება. მზადდება დოკუმენტაცია და წლის მეორე ნახევარში დემონტაჟიც დაიწყება,“ – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.ვ