როდის დაიწყება გორის N11 სკოლის დემონტაჟი

286

„ყველაფერი უკვე მზად არის დემონტაჟის დასაწყებად“, –  განაცხადა გორის 11 სკოლის დირექტორმა. ინფორმაციას რადიო მოზიაკა ავრცელებს.

თამარ სამსონაშვილის თქმით, დემონტაჟის დასრულების შემდეგ, სამშენებლო პროცესი პაუზის გარეშე დაიწყება.

“დემონტაჟსა და მშენებლობას ერთი და იგივე კომპანია შპს „ნნ ჯგუფი“ ასრულებს. შესაბამისად, როგორც კი მოხდება დემონტაჟი, მალევე დაიწყება მშენებლობა“, –განაცხადა სამსონაშვილმა.

შპს “ნნ ჯგუფთან” ხელშეკრულება განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტომ გააფორმა. ეს უკვე მეორე კომპანიაა, რომელსაც სკოლის დემონტაჟზე ხელშეკრულება გაუფორმდა. იქამდე ხელშეკრულება “ვაჟა მჭედლიშვილთან” იყო გაფორმებული, რომელიც 2022 წლის მარტში გამოცხადებული ტენდერის შედეგად შეირჩა, მაგრამ კომპანიამ სკოლის დემონტაჟის ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

“მთავარია, რომ ახლა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს დემონტაჟი, განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტოს მხარდაჭერით”, – გვითხრა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 თებერვალს ჩამოვიდა სამხარაულის დასკვნა სკოლის შენობის დანგრევის შესახებ. გაჭიანურებული სამუშაოების გამო, უკვე მეორე წელია, მე-11 სკოლის მოსწავლეები მე-6 საჯარო სკოლაში სწავლობენ.