ქობულეთში ძვ.წთ-ით 7769 წლით დათარიღებული შრომის იარაღები აღმოაჩინეს

969
სარდაფში გამოვლენილი არქეოლოგიური ფენები

სოფელი ქობულეთი ეტალონური ძეგლია – ამის შესახებ ის არქეოლოგები საუბრობენ, რომლებმაც ბოლო კვლევები ჩაატარეს. ამის შესახებ სიუჟეტს აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ცნობით დადგინდა, რომ სოფელში ნამოსახლარის ზუსტი ასაკი ძვ.წ. 7769 წელია. აღმოჩენილია ასობით არტეფაქტი და იარაღი.

აჭარის მაუწყებელს არქეოლოგმა გურამ ჩხარტიშვილმა 10 ათასი წლის წინ პირველყოფილი ადამიანების პირველი დასახლების შესახებ უამბო და მონადირეთა ბანაკის ადგილიც აჩვენა. სპეციალისტის თქმით, დადასტურდა თუ როგორი მაღალი დონის განვითარება ჰქონდა ქვის ხანის ადამიანს, რომელიც  რთულ იარაღებს ამზადებდა, ამისთვის კი საკმაოდ შორი მანძილიდან ოფსიდიანის ქვას ეზიდებოდა.