სამდღიანმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. ოჩხამურის მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ორმოებში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ჩაიყარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მოქალაქეები სამი დღეა ნარჩენების სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ, შიშობენ რომ ნარჩენები დროთა განმავლობაში მათ ჯანმრთელობას დააზიანებს. ადგილობრივებს ქობულეთის მერი შეხვდა თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ, საკითხს ცოტა ხნის წინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც გამოეხმაურა.
როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, ნარჩენები დაკონსერვდება