როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში

941

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი –ბობოყვათი – აგვისტო; დაგვა – აგვისტო.

2023 წელი –ციხისძირი – მაისი; საჩინო – მაისი; დაბა ჩაქვი – მაისი; ჩაისუბანი – აგვისტო; ხალა – აგვისტო; კვირიკე – აგვისტო; ხუცუბანი – აგვისტო.

2024 წელი –ალამბარი – თებერვალი; გვარა – თებერვალი; აჭყვისთავი – თებერვალი; ზენითი – თებერვალი; სოფელი ქობულეთი – თებერვალი; ქაქუთი – თებერვალი; ლეღვა – თებერვალი; მუხაესტატე – თებერვალი; წყავროკა – სექტემბერი; დაბა ოჩხამური – სექტემბერი; ჭახათი – სექტემბერი; ქობულეთი – სექტემბერი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.