ყვარელში, “საახალწლო სოფელში, სოციალური სახლი “აჩუქე ახალი წელი” ამოქმედდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ყვარლის „„მერიაში განმარტავენ, რომ 25-დან 30 დეკემბრის ჩათვლით სოციალურ სახლში ნებისმიერ მსურველს შეეძლება დატოვოს საოჯახო ნივთები, ტექნიკა, ტანსაცმელი, პროდუქტი და ა.შ. უწყების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში შეგროვილი ნივთები სოციალურად დაუცველ ოჯახებს 31 დეკემბერს გადაეცემა.
“სოციალური სახლი გუშინ, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე ამოქმედდა. სოციალურ კამპანიაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება”, – აცხადებენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ცნობისთვის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის გადაწყვეტილებით, საახალწლო კონცერტისთვის განსაზღვრული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.