ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს

611

ფოთში, ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა.

ფოთის მერიის ცნობით, დამტვრეულია სათამაშოები, დაზიანებულია ილუმინაციები და გაწყვეტილია ელექტროსადენები, რითაც ხდება მორთულობის ჩართვა.

“სადღესასწაულო ქალაქგაფორმებითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. მთავარ ნაძვის ხესთან დაზიანებულია ილუმინაციები და ელექტრო გაყვანილობა. მაშინ როცა მოსახლეობა სიხარულით შეეგება გამორჩეულ სადღესასწაულო გაფორმებას, მავანმა თავისი უღირსი საქციელით შეურაცხყო, ყველა ადამიანის შრომა და ძალისხმევა, ყველა ფოთელის, ვისაც გულით უხარია ქალაქის წინსვლა და აღმშენებლობა”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წელს ფოთის მერიამ საახალწლო მორთულობებისთვის 200 ათას ლარზე მეტი დახარჯა.