ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო

385
ქუთაისი

ქუთაისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს.  ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისმა” ქუჩების მორთვა რუსთაველის ქუჩიდან დაიწყო.

როგორც “ქუთაგანათების სერვისში”  განმარტავენ, საახალწლო  დეკორაციები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება. რაც შეეხება, დეკორაციების მოწყობის დასრულებას,  ა(ა)იპ-ში ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

2011 წლის შემდეგ,  ქუთაისი ახალ წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 16-მეტრიანი ქალაქის მთავარი ნაძვის ხისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 146 000 ლარი განისაზღვრა. საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 366 125 ლარი დაიხარჯება, რაც 70 000 ლარით მეტია გასულ წელს ამავე ღონისძიებების ხარჯებთან შედარებით.