ხელნაკეთი, ბუნებრივი და ქარხნული ნაძვის ხეები – როგორ მოირთო საქართველოს ქალაქები საახალწლოდ (ფოტო, ვიდეო)

5931

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ერთ-ერთი, რაც გვაინტერესებს და რაზეც ბევრს ვლაპარაკობთ, ისაა, თუ როგორი იქნება ჩვენი ქალაქები ახალ წელს. მერე დიდხანს ვბჭობთ, ვკამათობთ, ვჭორაობთ კიდეც, მოგვეწონა თუ არა მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და განათებები.

წელს ჩვენი მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი 2020 წელს სწორედ ახალი ნაძვის ხეებითა და დეკორაციებით ხვდება. მათ დიდ ნაწილში მთავარი ნაძვის ხეები წუხელ აინთო. მოდით, ვნახოთ, როგორ მოირთო ჩვენი ქალაქები საახალწლოდ.

თბილისი

საქართველოს დედაქალაქი 2020 წელს სრულად განახლებული მორთულობით ხვდება. ამ ამბავმა ჯერ კიდევ მაშინ გამოიწვია თბილისელთა ვნებათაღელვა, როცა გაირკვა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ახალი ნაძვის ხის საყიდლად 305 ათასი ევრო, ახალი დეკორაციებისთვის კი 1 700 000 უნდა დახარჯულიყო. ორი დღეა, რაც ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა და ამ დრომდე მის კრიტიკასა თუ ქებაში ვართ. თავად მერიაში ამბობენ, რომ ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია.

დედაქალაქში, მთავარი ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, საახალწლო სოფელიც ოფიციალურად გაიხსნა. სადღესასწაულო ღონისძიებები გუშინ დაიწყო და 14 იანვრამდე გაგრძელდება. ტრადიციულად, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება. ახალი წლის პირველ საღამოს კი თბილისს მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური პროექტი MAX THE SAX ეწვევა და 21:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. საახალწლო ღონისძიებების დასკვნითი კონცერტი 13 იანვარს, 20:00 საათზე გაიმართება. კიდევ რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში, დეტალურად ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

რუსთავი

რუსთავში საახალწლო სოფელი რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში წუხელ საზეიმოდ გაიხსნა. პარალელურად, ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე აინთო. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული ნაძვის ხე ცენტრალურ პარკში საახალწლო სოფლის გახსნის შემდეგ განათდა. მრავალფეროვანი ილუმინაციებით გაფორმებულ რუსთავის პარკში ბავშვების განწყობაზე სანტა კლაუსმა იზრუნა, ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის ანიმატორების შოუ და ანსამბლ “თუთარჩელას” კონცერტიც გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ პარკში, საახალწლო სოფელში, სადღესასწაულო ღონისძიებები 29, 30 და 31 დეკემბერს ჩატარდება. საახალწლო ილუმინაციებით განათებული პარკი რუსთაველებსა და ქალაქის სტუმრებს საბავშვო კონცერტებით, ანიმატორების შოუთი და საცირკო სანახაობებით უმასპინძლებს, პატარებს კი სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს. ახალი წლის ღამეს რუსთავის პარკში საახალწლო კონცერტი ჩატარდება.

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა,…

Posted by რუსთავის მერია / Rustavi City Hall on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ქუთაისი

საოცარი სილამაზით ხვდება 2020 წელს ქუთაისი. მთავარი ნაძვის ხე ქუთაისის  ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ არის განთავსებული. ნაძვის ხე ხელნაკეთია და ის ქუთაისის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა საკუთარი ხელით მოქარგეს. მორთულია ქალაქის სხვა ქუჩებიც.

Posted by გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერი / Giorgi Tchighvaria on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ფოთი

25 დეკემბერს ფოთის ცენტრალურ მოედანზეც საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიებაში ქალაქის ადგილობრივი ანსამბლები და მიწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებითაა მოირთული ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები.

ფოტო: ipress.ge

ბათუმი

ბათუმში, ისევე, როგორც აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში – ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში 25 დეკემბერს ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. ამის მიზეზი ქობულეთში გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა გახდა, როცა ავტოავარიას ხუთი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვნები, ემსხვერპლა. ბათუმში მთავარი ნაძვის ხე ზეიმის გარეშე აინთო, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში კი მთავარი ნაძვის ხეები დღეს აინთება.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

თელავი

თელავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთეს, საღამო კი ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდებმა და ანსამბლებმა გააფორმეს. ამასთან, ნაძვის ხის ანთების პარალელურად, გაანათეს თელავის ცენტრალური ქუჩებიც.

https://www.facebook.com/TelaviCityHall/posts/2553735541578020?__xts__[0]=68.ARAFLmTbvlT-WQ8_oUG41nZuXFplu4CwvcX7Zvir609pSo1w-HVoyQxpl5ibOtUd7dGYUotEIOczyZHASkcWrlsbtP8QtReeBjFME6nKiVhJrq0gzWxOEBOTPYnC2O_t8959Ld3ZjkntNybjKwHlPZSKXuR7AbUrsE4-qEJ5d0hz8V8AJM_fBfrLh2l-uTj0BSRpnERS7mA9qRMD5NjYnjZF9Vrwv0TZX9TlId7WYHNp7RLgUjyk7f3LWOFnMx_2TFWiMBCtTCfLNKepJhPyFm6pEV6UkK5FAKA2V01D8wCUgLbiOmkvNTFzTLx5x8SAVFwVmStiNGN0_tvkHbzs1PnkPy_JH_3upqmP-Y__RJQm0BmBuwtKJgZxb9O3UHApHOPLjUBlcHxCuYRgBex-0QxaueJ120sp6pouyF8XWU9tdOAqV4PQiZKQfkUrqXbXQ9wDLssWzwQEWWX9i6MP2738uQ&__tn__=-R

 

გურჯაანი

მთავარი ნაძვის ხე გურჯაანშიც წუხელ საზეიმოდ აანთეს. გაიმართა საზეიმო კონცერტი და დისკოთეკა.

https://www.facebook.com/GurjaaniMunicipality/photos/a.298487063580465/2571893512906464/?type=3&theater

 

ლაგოდეხი

ერთობ საინტერესო და ორიგინალური ნაძვის ხით ხვდება ლაგოდეხი 2020 წელს. ნაძვის ხე ხელნაკეთია და როგორც მისი საზეიმოდ ანთებისას მუნიციპალიტეტის მერმა თქვა, მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს.

 

დედოფლისწყარო

ასეთი ნაძვის ხით ხვდება დედოფლისწყარო 2020 წელს. ნაძვის ხე აქაც საზეიმოდ წუხელ განათდა.

დედოფლისწყაროს ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. ღონისძიებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილი მერიის თანამშრომლებთან ერთად დაესწრო

Posted by დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

საგარეჯო

საგარეჯოში მთავარ ნაძვის ხეს 27 დეკემბერს გაანათებენ.

მცხეთა

ასე იზეიმეს მცხეთაში მთავარი ნაძვის ხის ანთება მცხეთელებმა და მათმა სტუმრებმა.

Posted by მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hall on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

თიანეთი

თიანეთშიც, ისევე, როგორც მთელს საქართველოში,მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ წუხელ განათდა.

https://www.facebook.com/TianetisMeria/posts/2757564524310577?__xts__[0]=68.ARDSK2YE8m-ytMYIN5eeDuysBvWd15YKvD-CYyZnrEsfjqWcocphToLsF6Lj-Pmm9I1Un7pTQ1tGFnrML6wo9PaB_aH9QJ4xAKrw-lztUSjQZGzaGQrk11OUMGBgpQGC6qi4YigKc8w7QIhZ5QYMASLYeeitj-X6HYCSpLobBTI5TP7BFGNdGjmJB_Un2RR-V-xSdNop6h2G0v98YzoSyEl6OL_SquDeAbvnM2NrS3jtqcarsFbuJx4NFXrOGtv3WTf6aHuqrKLU15za3RqSnJYVOik4-h4zXAIr5-rCaRTBydrzgS56jFoX9FrV8WxvrOmbG3psJR_17EmYfP_TxdN3B0FvblCtTXHwgCgi1TvS4_uGKylhsc6ucboPzIZIcgy60Y9I3OXmt5SVFKujh-3UCqTWg1uj6hfxYD06FcPp4xRFBAIF4jaLrWbWo5dzbPVnihme9HfxgckjxZ27Zc026A&__tn__=-R

 

ბოლნისი

ბოლნისში მთავარი ნაძვის ხე მერიის შენობის წინ დგას. მისი საზეიმოდ ანთების პარალელურად, საახალწლო გამოფენა-ბაზარობაც გაიმართა, სადაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებმა სხვადასხვა ხელნაკეთი ნამუშევარი გამოფინეს.

ბოლნისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთობოლნისში საახალწლო ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას ბოლნისის…

Posted by ბოლნისის მუნიციპალიტეტი/ Municipality Of Bolnisi on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

მარნეული

მარნეულში მთავარი ნაძვის ხე ჯერ არ ანთებულა. ეს ცერემონია აქ 27 დეკემბერს, 18 საათზეა დაგეგმილი.

ხაშური

ხაშურში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ 26 დეკემბერს გაანათეს. გარდა ამისა, ქალაქის საახალწლო გაფორმებას ძველ გირლანდებთან ერთად ახალი მორთულობაც დაემატა.

https://www.facebook.com/KhashuriCityHall/posts/1440936426030028?__xts__[0]=68.ARA2dE01CHajhWVN8KvSPRCsGfgKM6D_WCm5Rh7YRhbrkMGDfZ99oARkJqZFb-f8Jgb92IFnqtu3O0UiuPuX14lvgoMRtuZsChKSZUVQkt7RA-rCUh8gGnghxCCUbtiUNC0ODmBKU5rWFZmx7Xy73ektKz2xLi0Rc6ul76kr08KZhLNxm5NgDN5iaf9uPZ_GD-Gxx2xXG5OKA37yA0kAsidgVnoAXjc2w1IcCPf1r17pbTcCIquGoOhK2WvhvkZWnNMPbn-moiKPz0J_BwbPXWA6H_seBR4q0oe_G-wUiOvw2-pcwUZQ5hTOC_AwzCeUnksf986lUoWJt4PQ6wszQNq36g&__tn__=-R

წალკა 

საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე წალკაშიც.

https://www.facebook.com/www.tsalka.ge/videos/608331366594731/

 

კასპი

25 დეკემბერს საღამოს 8 საათზე კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას, თოვლის ბაბუასთან ერთად, დღის ცენტრის ზღაპრის გმირები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, მოცეკვავეები და საბავშო ბაღის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

ანონსი:დღეს, 25 დეკემბერს საღამოს 8 საათზე, ქალაქ კასპში საზეიმოდ აინთება საახალწლო ნაძვისხე. თოვლის პაპასთან ერთად…

Posted by კასპის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ახალქალაქი

ახალქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება საზეიმო კონცერტით აღნიშნეს.

Posted by ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ბორჯომი

ბორჯომშიც, მარნეულის მსგავსად, მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს 18 საათზე აინთება.

ადიგენი

ადიგენის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს.

დღეს, ადიგენის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოთ აინთო.ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საახალწლო ლექსები წაიკითხეს.

Posted by ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

საჩხერე

საახალწლო ნაძვის ხე საჩხერეშიც წუხელ, საზეიმო ვითარებაში გაანათეს.

საჩხერის მუნიციპალიტეტი საახალწლოდ მოირთო!#საჩხერეახალიწლისმოლოდინში

Posted by საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ჭიათურა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე სკვერში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ წუხელ განათდა. გაიმართა კონცერტი და თეატრალიზებული სანახაობა.

https://www.facebook.com/ChiaturisMunitsipalitetisGamgeoba/photos/ms.c.eJxFkNuNRTEIAztaAebl~;htbhYRzf0djm0SDSYa7OGjUPx2QdoEuCDqqLMofqJZSibI1SnIAY0HI6ZBeQJzSpmykESeSmbuSnBVyDbkG1~_iOY1hjS8WO8YuQcgytPqBEhDNbvrOMWTHhM1TndNxLTwRT6rmG~_DxfzRckprRsOzD~;gdIFMR3wb6WAKiV3RbsHtDxgHgMMD~_A~_X~_~;zj3Fn45uF9hj9RXAN~_YycOxR7ByqP4cF~;~;BFnvw~-~-.bps.a.1596995223772646/1596995440439291/?type=3&theater

 

ზესტაფონი

ზესტაფონშიც მთავარი ნაძვის ხის ანთება კონცერტით აღნიშნეს.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა!

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა!ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!

Posted by ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

თერჯოლა

ასეთია თერჯოლის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც წუხელ საზეიმოდ გაანათეს.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2573832652894554&set=pcb.2573834056227747&type=3&theater

 

ტყიბული

საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე ტყიბულშიც. აქ ბავშვების საზეიმო განწყობაზე თოვლის გოგონა ზრუნავდა, თოვლის ბაბუა კი ტკბილეულს არიგებდა.

ტყიბულში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი , თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა, რომელმაც…

Posted by ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ბაღდათი

ასეთი ორიგინალური ნაძვის ხით ხვდება ბაღდათი ახალ 2020 წელს.

Posted by ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

სამტრედია

მთავარი ნაძვის ხე სამტრედიაშიც ზეიმით აანთეს.

https://www.facebook.com/SamtrediaMunicipality/videos/1040295429641236/

 

წყალტუბო

ასე გაანათეს ნაძვის ხე წყალტუბოში.

https://www.facebook.com/211007229056417/photos/a.1487979004692560/1487982721358855/?type=3&theater

 

ხონი

ასე შეხვდნენ ხონელები მთავარი ნაძვის ხის ანთებას.

 

ოზურგეთი

ოზურგეთში მთავარი ნაძვის ხის ანთებას კონცერტით შეხვდნენ, რომელშიც ადგილობრივი
შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

� ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. � გაიმართა კონცერტი ადგილობრივი…

Posted by ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City hall on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ლანჩხუთი

მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ პარკში ლანჩხუთელებმაც აანთეს.

 

ონი

მთავარი ნაძვის ხე ონის მუნიციპალიტეტში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის ეზოშია განთავსებული. მისი საზეიმო ანთების ცერემონიის შემდეგ კულტურის სახლში კონცერტიც გაიმართა.

გრძელდება საახალწლო ღონისძიებები ონში.ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის საანგარიშო კონცერტი და ცენტრალური ნაძვის ხის ანთება.

Posted by ონის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ამბროლაური

ამბროლაურში მთავარი ნაძვის ხის ანთებაც კონცერტით აღნიშნეს.

Posted by ამბროლაურის მუნიციპალიტეტი on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ზუგდიდი

ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის ანთებას  წინ დრამერების შოუ უძღოდა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და მთავარ ნაძვის ხესთან დასრულდა. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კი კონცერტი გაიმართა.

https://www.facebook.com/zugdidi.gov.ge/photos/ms.c.eJxF0MsNwDAIA9CNKjCEz~;6LVYVCrk~;YJLAcUQM02A6dfLiAj7NmqNFAUgH8B2h~_IBY3oiHsKQNGXyljIaImDFvKtTZxOzpiA64V8Qs9QRei4Sxkg96n99r5CwT19JgIqLfolIKtQHShD2S5HdQdew~_xmlB~;AYjURIM~-.bps.a.1353461491498468/1353462301498387/?type=3&theater

 

მარტვილი

მარტვილის მთავარი ნაძვის ხის ანთების პარალელურად, ქალაქის ცენტრში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ფლეშმობი მოეწყო.

https://www.facebook.com/418157121623521/photos/ms.c.eJw9j9sNAzAIAzeqiIN57L9YVWj8e4KzjWt2DHmuo9rvBwNOp1kzygViAQUYGbjEH~_DagJMCmBdvAV~_Qcvg6XiwYP4A~_D2B70HXBaUpJnXNx44Go3SKQ6zA5vDZFjpweSPWokbLl6BkHalzPOFZ~;AVpYQBA~-.bps.a.2300101753429039/2300102450095636/?type=3&theater

 

სენაკი

სენაკშიც მთავარი ნაძვის ხის ანთება კოსტუმირებული შოუთი და კონცერტით აღნიშნეს.

https://www.facebook.com/CityHallOfSenakiMunicipality/photos/ms.c.eJxFj9sNxEAIAzuKbN7031i05Jb7texhYEKDkgzTBPjwBGjxzkQUvoBIKKEVfQO3MxHWb1LtShjMLoMD1eA2YoKMZdS54pY70Wl474SnkVyo2YhdKJE5DKmF5piWbGMYrrZQ~;Uz~;HvOtO~_6VGg~_pfgG75zoV.bps.a.1703608789770727/1703609836437289/?type=3&theater

 

წალენჯიხა

ასე გამოიყურება წალენჯიხის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, წუხელ აინთო.

Posted by წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაCity Hall of Tsalenjikha Municipality on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

ხობი

ასე გამოიყურება ხობის მთავარი ნაძვის ხე და ცენტრალური პარკი წინასაახალწლოდ.

25 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი…

Posted by ხობის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2019

 

შენიშვნა: სტატია განახლდება პერიოდულად და იმ ქალაქების შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას, რომლებშიც საახალწლო ნაძვის ხეები ჯერ არ აუნთიათ.