ბენდელიანი 300 ათას ევროიან ნაძვის ხეზე: ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია

3287

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია,- ასე პასუხობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი საზოგადოების ნაწილის კრიტიკას თბილისის მთავარ ნაძვის ხესთან დაკავშირებით.

“ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე არა მარტო ჩვენი ქვეყნის პერიოდში, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტის საშუალებით სხვა ქალაქებში რა ხდება. თბილისი წელს განსაკუთრებით ლამაზად არის მორთული საახალწლოდ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ნაძვის ხე გავს ნახვის ხეს! ალვის ხე შეიძლება ვიღაცის ფანტაზიის ნაწილი იყოს, ვიღაცამ შეიძლება ჭადრის ხესაც მიამსგავსოს, თუმცა, ნაძვის ხე ჰგავს ნაძვის ხეს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი ოდესმე თბილისს ჰქონია”,- განაცხადა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე საზეიმოდ აინთება.