“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე” პრეზიდენტი თუ ოპოზიციური პარტიების შეგულიანებით დაადებს ვეტოს, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში სიახლე გვექნება”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ვეტოს გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად.
“ვეტო არ შეიძლება გასცდეს პოლიტიკურ ჩარჩოებს და საარჩევო მარათონზე გადაინაცვლოს ისეთმა საკითხებმა, რომელიც პარლამენტში ხდება. ვეტო დაძლეული იქნება. ვეტო, რომელიც მიმართულია თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის წინააღმდეგ, იქნება ეს რეგიონების დეცენტრალიზიის, მუნიციპალიტეტების განვითარების, მოქალაქეთათვის უკეთესი სერვისი მოწოდებაზე უარის თქმა. რეალურად წინა პრეზიდენტი იყო სახელისუფლებო ფლანგის პრეზიდენტი, დღევანდელი პრეზიდენტი ჩანს ოპოზიციური პრეზიდენტი, აქ კი ჩვენი ქვეყანა იკარგება მთლიანად. სურვილი მაქვს, რომ შემდეგი პრეზიდენტი იყოს არა ოპოზიციის, არამედ უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
წყარო: 1tv.ge