ზაზა გაბუნია: თუკი პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს, ის იქნება დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ მიმართული

1405

თუკი პრეზიდენტი აყვება ოპოზიციურ პარტიებს და გამოიყენებს ვეტოს, ეს ვეტო იქნება მიმართული დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ეს ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება.

“თუკი პრეზიდენტი აჰყვება ოპოზიციურ პარტიებს და გამოიყენებს ვეტოს, ეს ვეტო იქნება მიმართული დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ, საკუთარი ქალაქისა და სოფლის ცხოვრებაში მოქალაქეთა მეტი მონაწილეობის წინააღმდეგ, მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე ოპტიმალური და მიზნობრივი დანახარჯების წინააღმდეგ. ვეტო იქნება მიმართული თვითმმართველობების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების დემოკრატიის მიმართულებით განვითარების წინააღმდეგ, რასაც ვერ დავუშვებთ და ამიტომ ვეტო იქნება დაძლეული”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი