ქალაქის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება, თუმცა, საზეიმო ღონისძიების გარეშე.
ქუთაისის მერიის ეს გადაწყვეტილება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას უკავშირდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი 21 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა მიეღო თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის გუნდს.
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის მორთვა უკვე დასრულებულია. საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და ქუჩებში.