რუსთავში, გომელაურის ქუჩაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა ხდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გომელურის ქუჩის #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, ფიროსმანის ქუჩის #21, #23, #25, #27, #29 და მშენებელთა #28. #30, #32, #34, #36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში შეიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
ამავდროულად, გრძელდება ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე ტროტუარების კეთილმოწყობა, ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში, ასევე, I, II ჩიხში, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია, სანაპიროს ქუჩაზე კი, ასფალტის საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა.
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, დღეისთვის, რუსთავში ჯამში, 9 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება.