სერგო რატიანი: ვეტოა დასადები, რადგან უკან გადადგმული ნაბიჯები შეფერხდეს

1099

მნიშვნელოვანია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯები შევაფერხოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

რატიანის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არჩევნების გაყალბებისთვის.

“ხელისუფლების მთავარი პრობლემა არის შემდეგი არჩევნები. არჩევნების გაყალბების და მოგების მიზნით ყველაფერს აკეთებენ და კანონში სერიოზული პრობლემებია, პირველ რიგში, დემოკრატიზაციის მიმართულებით. უკან გადადგმული ნაბიჯია ქალაქების მიმართულებით. იზრდება ბიუროკრატია და ქალაქების თვითმმართველობის პრინციპი იზღუდება. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია წინა არჩევნები, როცა ქალაქებში მათ შეექმნათ პრობლემები და სურთ, რომ კონცეფცია შეცვალონ. ამ მიმართულებით დასადებია ვეტო, რადგან ეს უკანგადადგმული ნაბიჯები შეფერხდეს”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი