“ჯივიპიმ” გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სისტემა განაახლა

609

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ 250 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი განაახლა. კომპანიამ სამუშაოები ნოემბერში დაიწყო და პროექტში 313 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, ჯივიპი ხვალ, 20 დეკემბერს, განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 დეკემბერს, 15:00 საათიდან 21 დეკემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

V-VIII მიკრო რაიონებს, გიორგი წმინდის დასახლებას, თეთრი ტბის მიმდებარე დასახლებას, თიანეთის გზატკეცილს.

სოფელ გლდანში: მარჯანიშვილის, ბარათაშვილის, კულა გლდანელისა და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge