საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის, 7 კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 58 მილიონ ლარს აჭარბებს და სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ქვისცვენის შესაჩერებლად, კლდეზე სპეციალური დამცავი ბადე გაკეთდა და ჩატარდა 110-მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური პლაჟის მოწყობა.
კვარიათი-სარფის 7 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებას, მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობას.
უკვე დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.