ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს, ცვლილებებს ვეტო დაადოს, რადგან, მათი აზრით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო, მიმართულია ქალაქების დასუსტებისკენ.
ოპოზიცია პრეზიდენტს “საარჩევნო კოდექსზე” ვეტოს დადებასაც სთხოვს.