ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებით – მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 21 ივლისამდე უნდა მიიღოს

656

ისარგებლებს თუ არა პრეზიდენტი კანონით მინიჭებული უფლებით და იქნება თუ არა ერთდროულად ორი ვეტო – გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა 21 ივლისამდე უნდა მიიღოს. საუბარია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე – ისინი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვენ როგორც “საარჩევნო კოდექსში”, ისე “თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

“როგორც ყოველთვის, პრეზიდენტი ატარებს კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფთან. უკვე შევხვდით არასამთავრობო სექტორს, ახლა გვაქვს შეხვედრა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომ გავიგოთ მათი პოზიცია. ორივე ცვლილებაში არის დასაფიქრებელი საკითხები. პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით ეკიდება. ჩავატარებთ კონსულტაციებს და პრეზიდენტი შესაბამის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

წყარო: 1tv.ge