აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ბარციცმა გალის რაიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ბგანბა წარადგინა.
გალში გამართულ შეხვედრაზე ბარციცმა მადლობა გადაუხადა თემურ ნადარაიას, რომელიც აღნიშნული თანამდებობიდამ 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.
მან აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაიონში სიტუაცია რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესდა. მისივე თქმით, 2014 წელს რაიონის ბიუჯეტი 199 მილიონი რუბლს, ხოლო 2019 წელს – 200 მილიონს შეადგენდა.
1969 წელს დაბადებული ომარ ბგანბა 2016 წლიდან ამ დრომდე, გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2007 წლიდან 2016 წლამდე ის კომერციული საქმიანობით იყო დაკავებული.