დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საარჩევნო კოდექსს და თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს – ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციასთან ერთად იმსჯელებენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალი წესი. მათთვის, ასევე, მიუღებელია თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების საკითხი.
კონსულტაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე დაიწყება.