ჩვენ მიერ შეთავაზებული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი დიდი პარტია, არსებული თუ მომავალი, ვერ წაიღებს 73 მანდატის ნახევარს, წაიღებს უფრო ნაკლებს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს, რომ 73 პარლამენტის წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, მაგრამ არა ერთმანდატიან ოლქებში, სადაც თითო კაცი თითო მოწინააღმდეგეს უპირისპირდება, არამედ მრავალმანდატიან ოლქში.
“მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს, რომ პარლამენტის 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, მაგრამ არა ერთმანდატიან ოლქებში, არამედ მრავალმანდატიან ოლქებში. მაგალითად, შვიდმანდატიან ოლქში, რომელშიც ყოველ პარტიას შეუძლია გამოიყვანოს შვიდი კანდიდატი, ექვსი, ხუთი,ოთხი ან ერთი.
ეს ნიშნავს, რომ მთელი ოლქის მასშტაბით, პარტიას, რომელსაც იმხელა მადა აქვს, რომ შვიდივეს წაღება უნდა, შვიდი მანდატი შემოყავს და მისი მომხრეთა ხმები შვიდზე გადანაწილდება. პარტია, რომელიც უფრო რეალისტურად აფასებს თავის შესაძლებლობებს, ამავე ოლქში დაასახელებს ორ კანდიდატს და თავის ამომრჩევლებს გადაანაწილებს ორ კანდიდატზე, ანუ ყველა მანდატის მსურველმა პარტიამ თავისი მომხრეები შვიდზე უნდა გაყოს, რომ შვიდი გაიყვანოს და სხვამ ორი კანდიდატი შეიძლება წარადგინოს და მთელი თავისი მომხრეები ორზე გაყოს. ეს ნიშნავს, რომ ერთმანდატიან ოლქში თუ დიდ პარტიას ყოველთვის უპირატესობა აქვს იმიტომ, რომ ერთი ერთზეა შეჯიბრი, მრავალმანდატიან ოლქში იქნება შვიდი ორზე შეჯიბრი. ანუ ჩემი პარტიის ხმები თუ ორზე გაიყოფა და იმის პარტიის ხმები შვიდზე, ჩემს ორს ექნება შანსი მიიღოს მანდატი. მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი, ჩვენი წინადადების გერმანულად წოდებული წინადადების, ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი დიდი პარტია, არსებული თუ მომავალი ვერ წაიღებს 73 მანდატის ნახევარს, წაიღებს ნაკლებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.