სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით, თელავის მუნიციპალიტეტში 4 ადგილის პრივატიზება იგეგმება.
უწყების ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში საპრივატიზაციო ნუსხაში შევა 5 743 კვ.მ ფართობი, რომლის სავარაუდო დანიშნულებაა სამრეწველო ან სასაწყობე ობიექტის მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასია 86 145 ლარი.
საპრივატიზებო ადგილების რუკაზე ასევე მონიშნულია ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე 7 313 კვ.მ ფართობის, რომლის დანიშნულებაც სამრეწველო / სასაწყობე ობიექტის მშენებლობაა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 511 910 ლარია.
საპრივატიზებო ნუსხაში მოხვდა თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე არსებული 24 317 კვ.მ ფართობი, რომლის დანიშნულებაა სამრეწველო ან სასაწყობე ობიექტის სავარაუდო მშენებლობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ღირებულბა 506 340 ლარით განისაზღვრება.
მთავრობის გადაწყვეტილებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 7 080 კვ.მ-ზე სამრეწველო / სასაწყობე ობიექტი მოეწყობა. აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი 70 800 ლარს შეადგენს.
მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღის ფარგლებში სულ 117 ობიექტს გაყიდის, რომლის საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.
კახეთის რეგიონში საპრივატიზებო ნუსხაში ჯამში 19 ადგილი მოხვდა.