გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

1134

ქალაქ გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო. ის კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა ინფრასტრუქტურით. თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება. რეგიონული ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.