სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეშით მივიდნენ. აქტივისტების განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ პერიოდში შეშა საშიშ ნივთად იქცა, მათ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი შეშა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიტანეს და ამასთან დაკავშირებით განცხადების დაწერასაც გეგმავენ.
“მე რამდენადაც ვიცი გოგოები გამოძიებასთან თანამშრომლობასაც გეგმავენ ნაპოვნ შეშასთან დაკავშირებით“,- აცხადებს აქცია- პერფორმანსზე მისული სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა.