ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ღონისძიებას მართავს, აქტივისტები იმყოფებიან.
თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო.
პოლიციამ ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვი და კორდონი აქციის მონაწილეების მისვლისას გააკეთა, რომლის მიღმა გასვლის საშუალებას აქციის მონაწილეებს არ აძლევდა. აქტივისტების ნაწილმა შენობას შემოურა და კორდონის მეორე მხარეს აღმოჩნდა.
ტერიტორიაზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც. თეა წულუკიანის შენობაში შესვლისას მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რა დროსაც პოლიციამ ტერიტორიიდან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გაიყვანა.
ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარლამენტიდან მსვლელობით მივიდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ყველგან და ყოველთვის შეუქმნიან დისკომფროტს ქართული ოცნების წევრებს.