შსს-ს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრ გოგი გიგაურს სახლს აუშენებენ

529

შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრ გოგი გიგაურს სახლს აუშენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

მათი ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, გოგი გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს“, – აცხადებენ უწყებაში.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.