დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების ხელშეწყობის 4 წლიანი პროექტი დაიწყო

801

დედოფლისწყაროში  4 წლიანი პროექტი – “სიღარიბის შემცირებისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა დედოფლისწყაროში“ დაიწყო. პროექტს  ორგანიზაცია “HEKS-EPER საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაცია “ელკანასთან“ ერთად ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას  მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გზით.

პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, ქ.დედოფლისწყაროში  ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის არჩევნები გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. არჩეული ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირების  სტრატეგიას შეიმუშავებს.

წყარო: პია-დაიჯესტი