წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

1313

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდა და ეზო კეთილმოეწყო. უახლოეს პერიოდში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.
კეთილმოეწყო მინი სტადიონი წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, დაიწყო ღია სცენის მოწყობა სკვერში.

მიმდინარეობს სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა წილკანის დევნილთა დასახლებაში. დასახლებაში მრავალფუნქციური დარბაზიც შენდება.