ხარაგაულის სოფელ ლაშეში ცარცული პერიოდის, 100 მილიონი წლის წინანდელი, ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს.
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროცესში, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით, 100-113 მილიონი წელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები – ამონიტები (Ammonite) აღმოაჩინეს, – აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
მათივე ცნობით, არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოჩენილი მოლუსკები ადგილზე დაათვალიერა.
“აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა”, – ამბობენ მერიაში.
https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2554404134806744&id=1397634313817071&__xts__[0]=68.ARDTnJFOglPj8cQIAuiMKi7rXjTze5zOuILUJvF6nrOLMePc4fdiPrLl7bh8fdqOBvocouLv9vQgydpl1S0er55_ZxqP7ksAyumz1dbpN1VKERG0_pFmq8YH9PRN1RO4h8IRI0qnzu37qCi8kwik_zcVwCl7n4fhPFj5kyHRu7znf-ZJM2hMBG2fRTT_qNk45uNg_Iv2zY23tIxiWXwDFXFFWtOs9e8wKOTLvk_zRxH32SY10X96b9oiQBZhU2O9NsL5Lkfs_wjSZLrvbaiYEYBPXl4wVWxLt6qz6vGCh2EXX6LCtgsv5Jekez_7fFwZV-NiROizF9zljYJqG8LZq1VoE8y10s4B4GvZHZqLtBHzvQbg_cUXUZzasCDN1NcNw5OdF9d5hFRqgnV_dpK03_bZJGS5KA4SpYiS01WwuqhelaCFZLXcR38m0pcdo4xOFWz4arpFC3zfy3HYijWuV0eepQ&__tn__=-R