“მოხარული ვარ, რომ ამ ტიპის შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებს შორის დაიწყო. ეს არის საკმაოდ დიდი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” საბოლოოდ დასამარცხებლად. ოპოზიციური პარტიების წინასწარი პოზიცია უკვე ცნობილია, თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატი, რომელსაც ექნება რეალურად გამარჯვების შანსი. “დემოკრატიულ მოძრაობას”, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი კანდიდატურა და მოხარული ვიქნებით, თუ ოპოზიციური სპექტრი ჩვენს კანდიდატურას დაუჭერს მხარს, მაგრამ, ასევე, მისაღები იქნება ჩვენთვის სხვა პარტიის კანდიდატურა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც მნიშვნელოვანი იქნება საერთო ოპოზიციური მხარდაჭერის მისაღებად”, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერთან, კახა კუკავასთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ.
ვინ იქნება თბილისის მერი და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთი საერთო კანდიდატი – ამ საკითხზე არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შესაძლოა, მსგავსი შეხვედრა “ლეიბორისტულ პარტიასთანაც” უახლოეს დღეებში გაიმართოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი