პრემიერი: საბედნიეროდ, 2020 წლის არჩევნებში ჩვენ კოალიცია არ დაგვჭირდება, რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, უკვე სრულად პროპორციული სისტემაა და მერე ვილაპარაკოთ

414

საბედნიეროდ, 2020 წლის არჩევნებში კოალიცია არ დაგვჭირდება, რაც შეეხება 2024 წელს, იქ უკვე სრულად პროპორციული სისტემაა და მერე ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა თავისთავად ნიშნავს კოალიციის შესაძლებლობას.

„ერთი რამ უნდა გვესმოდეს, როგორც კი მმართველი პოლიტიკური ძალა თანხმდება იმაზე, რაც წლების განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო – ფაქტობრივად, გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემა კი ნიშნავს პირდაპირ კოალიციის შესაძლებლობას. ყველას, ვინც პოლიტიკაშია, ესმის, რომ მმართველობით და პოლიტიკურ სისტემაში კოალიცია ჩვეულებრივი მოვლენაა. საბედნიეროდ, 2020 წლის არჩევნებში ჩვენ ასეთი კოალიცია არ დაგვჭირდება, რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, იქ უკვე სრულად პროპორციული სისტემაა და მერე ვილაპარაკოთ,“- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, „ლეიბორისტული პარტიის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.