რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

765

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, პირველ ეტაპზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორი პროექტი დაფინანსდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სათხე-სპასოვკის გზის მოასფალტებისთვის რეგფონდიდან ნინოწმინდა 760 000 ლარს მიიღებს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი პროექტი 40 000 ლარით დაფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 800 000 ლარია.

მეორე პროექტი ნინოწმინდაში, შიდა ქუჩების (ლერმონტოვის, გაგარინის) მოასფალტების სამუშაოებია, რაშიც ჯამში 358 695 ლარი დაიხარჯება. აქედან 340 760 რეგფონდიდან, ხოლო 17 935 მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებაა.

ორივე პროექტი უკვე მზადაა და სახელმწიფო შესყიდვები მიმდინარე წელს უნდა გამოცხადდეს.