შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი იმყოფებოდნენ ფცის ადმინისტრაციულ ერთეულში.
დაათვალიერეს ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ: ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის ასფალტირება-რეაბილიტაციისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
ასევე, დაათვალიერეს სოფელ ღოღეთში დასრულებული ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი. პროექტი განხორციელდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.