ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

1064

წინა სტატია

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულე ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მირანდა წერეთლის შუამდგომლობა.

ირაკლი კაკულიას უფლებადამცველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება და ზოგადად მიმდინარე გამოძიება, არის ეკონომიკური და წინასაარჩევნო საბოტაჟი კაკულიას მიმართ.

ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალდებამ კიდევ 7 პირი გამოავლინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შვიდივეს – გიორგი ჟვანიას, ზურაბ ჯამბურიას, თეიმურაზ ლატარიას, რაინდი შეროზიას, გურამ ონიანს, ჯაბა არდიას და გივი ბადაშვილს კი, გირაო შეუფარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე 8 ნოემბერს დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.