დედოფლისწყაროში მწვადის და ლორის ნახევარფაბრიკატების წარმოება დაიწყეს

856

დედოფლისწყაროში “ნაციონალური დელიკატესი ND-ს” ბრენდის სახელით წარმოებული მწვადის და ლორის მზა საკვების წარმოება დაიწყო.

კომპანიაში განმარტავენ, რომ პროდუქტი განსხვავებული შეფუთვით, 100%-ით ნატურალურია და ჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებული.

“ნაციონალური დელიკატესი ND-ის” მიერ შექმნილი პროდუქცია წარმოადგენს მზა, 100% -ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ საკვებს, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ პროდუქცია დამზადებულია მხოლოდ ნედლი ხორცითა და ბოსტნეულით. ჩვენი პროდუქტი შექმნილია მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და დროის ფაქტორი – მხოლოდ 2 წუთი მიკროტალღურ ღუმელში და შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

პროდუქციაში უკვე 10 დასახელების კერძია როგორც პრემიუმ, ისე შედარებით დაბალფასიანი.

ბრინჯი ძროხის ხორცით, ლობიო ლორით, ქათმის ჩახოხბილი, ლობიო, სუპ–ხარჩო, ბროკოლისა და სიმინდის სუპი, აჯაფსანდალი და სოკო ტარხუნით – ეს არის ასორტიმენტი, რომელსაც ამ ეტაპზე სთავაზობს კომპანია ბაზარს” – აცხადებენ კომპანიაში.