მარნეულში “შავი არხი”, ტექნიკის მიუვალობის მიზეზით, ორი კვირის შემდეგაც არ გაუწმენდავთ

866

მარნეულში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე “შავი არხი“ ორი კვირის შემდეგაც გასაწმენდია. რადიო მარნეულის წერს, რომ წყალში მოტივტივე პლასტმასის ბოთლების და სხვა ნარჩენების გაწმენდა მოსახლეობას „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა დავით კიკოლაშვილმა 18 ოქტომბერს მისცა.

რადიო „მარნეული“ კიკოლაშვილს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ ჟორდანიას ქუჩაზე არხის გაწმენდა ტექნიკით ვერ მოხერხდა, რადგანაც სამუშაო მანქანებისთვის ადგილი მიუვალია. ამ ეტაპზე, მელიორაციის სამსახური არხს ერთჯერადად დაასუფთავებს, თუმცა არსებულ სიტუაციაში დავით კიკოლაშვილი ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხსაც ხედავს.

„ჩვენ შევეცდებით ერთჯერადად დავასუფთაოთ არხი. მე ვთხოვე მარნეული მელიორაციის წარმომადგენლებს როგორღაც მოიძიონ თანხა მუშებისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ერთ კვირაში იგივე მდგომარეობა იქნება. მე ვურჩევდი მოსახლეობას მოერიდონ არხის დაბინძურებას. ეს არ არის სანიტარული წყალი, ეს ემსახურება მათი საკვების მოყვანას და რამდენ ნაგავსაც ჩაყრიან, ეს საკვები დაბინძურდება ნაგვით და არ არის სასურველი. კარგი იქნება თუ მოსახლეობა გააცნობიერებს და დაუშვათ ოცი ნაბიჯით მეტს გადადგავს, რომ ნაგავი ურნაში ჩაყარონ“, – ამბობს კიკოლაშვილი.

მისივე თქმით, არხის გასაწმენდად მარნეულის მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელი ალექსანდრე შუკაკიძე სიტუაციას უახლოეს პერიოდში შეისწავლი, წერილს კომპანიაში მიიწერება, ნებართვის საფუძველზე კი არხს ერთჯერადად გაასუფთავებენ.

ნარჩენების უკანონო გადაყრა ჯარიმით ისჯება. მოსახლეობისთვის კი სანქციების დაწესება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ევალება, თუმცა შიძლება ითქვას, რომ ეს პუნქტი მუნიციპალიტეტში კარგად ვერ მუშაობს. კანონით გავალისწინებულ მოქმედებას მანამდე ვერ ახორციელებენ, ვიდე ფაქტს საკუთარი თვალით არ შეესწრებიან. ასეთ „ფაქტებზე წასწრება“ კი იშვიათად თუ ხდება.