ახალციხეში რამდენიმე ქუჩაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

625

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის განახლება ქალაქ ახალციხეში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალციხელის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ახალი საკანალიზაციო ქსელი ეწყობა. სამუშაოებს კი 1 628 996 ლარი მოხმარდება.

“აღნიშნულ ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელი დღმდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულზე დაასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.