“ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის საკრებულოში ოთხთვიანი ბოიკოტი შეწყვიტა

516
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

წინა სტატია

ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები სხდომებს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ქუთაისიპოსტი წერს.

ფრაქციის წევრები პროტესტის შეწყვეტას, საკრებულოს მუშაობაში, კონკრეტულად, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში აქტიურ ჩართულობას უკავშირებენ.

“არ გვინდა გამოვტოვოთ ის უმნიშვნელოვანესი პროცესები, რაც უკავშირდება 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას. ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ის პრობლემები, პრეტენზიები და წინადადებები, რაც არის ქალაქში, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული”, – განაცხადა  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ.

საკრებულოს სხდომებზე უკვე ერთი თვეა დაბრუნდნენ “ევროპული საქართველოს” დეპუტატები.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოუცხადეს და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას შუერთდნენ. სამთვიანი უწყვეტი აქციების მიუხედავად, გიორგი გახარია არათუ თანამდებობიდან გადააყენეს, არამედ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნეს.