ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ საშობაო ნაძვის ხისა და აქსესუარების შესაძენად 40 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს დასრულდება.
მოთხოვნების მიხედვით, ნაძვის ხე უნდა იყოს გარეგამოყენების, ქარხნული წარმოების, წყალგამძლე და ცეცხლგამძლე, ასევე, ახალი და არანაკლებ 12 მეტრის სიმაღლისა.გარდა ამისა, კონსტრუქცია უნდა იშლებოდეს და უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ნაძვის ხე დაბაში 10 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე უნდა დაიდგან. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი ნაძვის ხე ადგილზე უნდა მიიტანოს და ააწყოს.