აჭარაში მდებარე ისტორიულ სასახლეებს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება

1594
https://www.youtube.com/watch?v=IgLDMkueYpo&feature=youtu.be
ჩაქვი, მახინჯაური, ციხისძირი – შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე უნიკალური 51 ისტორიული შენობიდან მხოლოდ რამდენიმეღა შემორჩა. 

სახელმწიფო ბალანსზე გადასული სასახლეების ნაწილს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. იმის მიუხედავად, რომ შვიდ შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, სურათი წლების განმავლობაში მაინც არ იცვლება. მათ შორისაა ნიკოლოზ მეორის აღმზრდელის სასახლე და ჩაქვის საუფლისწულო მამულების სასახლეები. 

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში რუსი დიდგვაროვნების საკუთრებაში არსებული სასახლეების გადარჩენის გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ადგილობრივი მთავრობა ინვესტორების იმედზეა.