„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ დღეს აუქციონზე იყიდება. კომპანიის საწყისი ფასი 27 მილიონ 279 ათას 500 ლარია. ეს ორჯერ ნაკლებია ენერგოკომპანიის ქონების ღირებულებაზე, რომელიც 54 მილიონ 558 ათას 603 ლარად შეფასდა.
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს ლიტვურმა „ახემა ჯგუფმა“ შეიძინა. თუმცა, ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მას აქტივი ჩამოერთვა.
კომპანია გაკოტრების რეჟიმშია და აუქციონზე ის აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი